saqarTvelos uReltexilebi - suramis uReltexili
კოორდინატები | 42°01`36` ჩ. გ. 43°29`58` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | ხარაგაულის და ხაშურის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 948 მ |
ქედი | ლიხის ქედი |
ამგებელი ქანები | კრისტალური ფიქლები გრანიტოიდები |
ფლორა | ფართოფოთლოვანი ტყე |
უღელტეხილი ლიხის ქედის სამხრეთ-დასავლეთ დადაბლებულ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 948 მ. უღელტეხილის მიდამოები აგებულია პალეოზოური კრისტალური ფიქლებითა და გრანიტოიდებით, აგრეთვე ქვებით. უღელტეხილზე გადადის საავტომობილო გზა მდინარე სურამულის აუზიდან მდინარე ჩხერიმელის აუზში. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით.